No one has ever become poor by giving

2023 წლის 02 ივნისს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები თამარ კაპანაძე და თამარ გაბოძე მარტყოფის დღის ცენტრში ადმინისტრაციასა და ბენეფიციარებს შეხვდნენ.  

ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შედეგად გამომჟღავნდა შემდეგი გამოწვევები: 

1. დაწესებულების თანამშრომლებს სჭირდებათ გადამზადება, როგორც ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების, ასევე, კონკრეტულად სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ; 

2. თანამშრომლების განმარტებით, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ცოდნის ნაკლებობა სირთულეებს ქმნის ბენეფიციართა სრჯ საჭიროებების მართვის კუთხით. 

3. თანამშრომლები პრობლემურად მიიჩნევენ სერვისით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სტატუსის გადახედვის პროცედურას. 

4.  სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ ბენეფიციარების ჩარიცხვისას, ხშირად დაწესებულებას არ აქვს სრული ინფორმაცია ჩასარიცხი პირის საჭიროებების შესახებ. 

გარდა დაწესებულების თანამშრომლებისა, მოხდა ინფორმაციის მიწოდება და გაზიარება დაწესებულების ბენეფიციარებთან. მათ დიდ ნაწილს არ ქონდათ ცოდნა საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ.  ასევე არ ქონდათ ინფორმაცია თუ სად შეეძლოთ ცნობიერების ამაღლება სრჯ საკითხებთან დაკავშირებით. 

შეხვედრის შემდეგ როგორც  დაწესებულების თანამშრომლებმა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სურვილი გამოთქვეს მსგავსი ტიპის შეხვედრებში კვლავ მონაწილეობის მიღებაზე.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განაგრძობს მუშაობას სახელმწიფო ინსტიტუციაში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დასაცავად და მათი ცნობიერების ასამაღლებლად. 


შეხვედრები განხორციელდა RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით.