2023 წლის 02 ივნისს PHR-ის იურისტები თამარ კაპანაძე და თამარ გაბოძე რუსთავში სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში ადმინისტრაციასა და ბენეფიციარებს შეხვდნენ. შეხვედრას დაწესებულების ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.
სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა ისაუბრეს რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ:
1. უსაფრთხო სქესობრივი კავშირის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ახალგაზრდებში;
2. კანონმდებლობისა და სრჯუ საკითხებზე ცოდნის ნაკლებობა პროფესიონალებში;
3. სერვისების ნაკლებობა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მინიმალური ჩართულობა პრობლემური საკითხების მოგვარების პროცესში;
4. სამართალდამცავი პირების სტერეოტიპული და გულგრილი დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პირების მიმართ;
დღის ცენტრში აღნიშნეს რომ საჭიროა შშმ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ მეტი ცოდნა და ინფორმაცია ჰქონდეთ, როგორც თავად შშმ პირებს, ასევე, მათ როგორც სერვისის პროვაიდერებს. ასევე, არსებობის შემთხვევაში, გამოხატეს აღნიშნულ თემაზე ტრენინგში მონაწილეობის სურვილი.
PHR განაგრძობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეხვედრებს როგორც თავად შშმ პირებთან, ასევე, მათთვის სერვისის მიმწოდებელ პირებთან. ამასთან, რეგიონში მცხოვრები შშმ ქალების საჭიროებების შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით განსაზღვრავს სამომავლო აქტივობებს შშმ ქალთა სრჯ უფლებების რეალიზების ხელშესაწყობად.
შეხვედრები განხორციელდა RFSU-ს (Swedish
Association for Sexuality Education) მხარდაჭერით.