No one has ever become poor by giving

ორი დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ  ანას* საქმის განხილვა დაასრულა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის - 11'  137-ე,  138-ე, 141-ე და  126-ე მუხლებით ( გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, გარყვნილი ქმედება, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მოძალადე ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნო, PHR-ს მიაჩნია, რომ  ბავშვის უფლებების დარღვევის, ძალადობის ფორმების, ინტენსივობის, ასაკის, მოწყვლადი და დაქვემდებარებული მდგომარეობის გათვალისწინებით,  დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მიყენებულ ზიანს და სასჯელის მიზნებს. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის დანიშვნისას ასევე არ იქნა გათვალისწინებული დაზარალებული ბავშვის პოზიცია. სასამართლოში ანამ და მისმა ძმამ მოსამართლეს უთხრეს, რომ მათ სურდათ მოძალადე მკაცრად დასჯილიყო, იმის გამო, რაც ანას დაუშავა.

PHR-ი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მიყენებულ ზიანთან და დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ზედა ინსტანციაში წარადგენს პოზიციას და განაგრძობს ანას ინტერესების დაცვას.

*ბავშვის სახელი შეცვლილია

საქმეზე მუშაობს იურისტი თამარ გაბოძე.


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით.