No one has ever become poor by giving

2023 წლის 6 ივნისს PHR-ის წარმომადგენლებმა ქუთაისში, კოლეჯ „იბერიაში”, ჭოგნარისა და ქუთაისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თემაზე - „შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების უფლებები“. 

შეხვედრაზე PHR-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების უფლებების შესახებ, მათ დაცვასა და ძალადობისგან პრევენციის მექანიზმებზე. შეხვედრის განმავლობაში, ასევე ისაუბრეს კვლევაზე, რომლის მიზანიცაა ძალადობის ფარული ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ და რომელიც PHR-მა 2023 წლის გაზაფხულზე ჩაატარა. კვლევა უახლოეს მომავალში იქნება მისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე.

მონაწილეები საკმაოდ აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას შეხვედრაში და არაერთი პრობლემური საკითხის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ იმერეთის რეგიონიდან ძალიან ბევრი ქალი იმყოფება შრომით მიგრაციაში და მასწავლებლისა და მშობელს შორის სწრაფი და მუდმივი კომუნიკაციის ქონის შესაძლებლობა გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი მექანიზმი სხვა ქვეყანაში მყოფი მშობლისთვის.

შეხვედრას 31 მონაწილე დაესწრო. PHR-ის წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს.



შეხვედრა პროექტ "გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს PHR-ი, “ქალთა ფონდი საქართველოში" და "Sida - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს" მხარდაჭერით.