2023 წლის 5 ივნისს, ქუთაისში, ორგანიზაცია „პერიფერია“-ში PHR-ის წარმომადგენლები სამოქალაქო და ადამიანის უფლებების აქტივისტებს შეხვდნენ და მათთან შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების უფლებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის განმავლობაში, PHR-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების უფლებებზე, მათი ძალადობის ფარული ფორმებისგან დაცვასა და პრევენციის მექანიზმებზე, სახელმწიფოს ვალდებულებებზე შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ და სხვა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს კვლევაზე, რომლის მიზანიცაა ძალადობის ფარული ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ და რომელიც PHR-მა 2023 წლის გაზაფხულზე ჩაატარა. კვლევა უახლოეს მომავალში იქნება მისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული კითხვა-პასუხის რეჟიმში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამედიცინო სერვისების მისაწვდომობამ შრომით მიგრაციაში მყოფი ქალებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პენსიის მიღების საკითხმა, ასევე ისაუბრეს შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების შვილების უფლებებზე და მათ დაცვაზე.
შეხვედრას 12 მონაწილე დაესწრო. სპიკერები იყვნენ PHR-ის ადვოკატები ანა თავხელიძე და სოფიკო მენაბდიშვილი, მოდერატორი ანიკა ტიზლიარიშვილი.
შეხვედრა პროექტ "გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს PHR-ი, “ქალთა ფონდი საქართველოში" და "Sida - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს" მხარდაჭერით.