No one has ever become poor by giving

ა/ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებს კონკურსს ეთნიკური და/ან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებების კვლევის მიზნით.  კვლევა ტარდება “შვედეთის სექსუალური განათლების ასოციაციის“ (RFSU) ფინანსური მხარდაჭერით.

განაცხადის შემომტანს უნდა ჰქონდეს:

  1. სოციოლოგის განათლება ან/და კვლევის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
  2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემთან მუშაობის გამოცდილება;
  3. უმცირესობის წარმომადგენელ ქალებთან მუშაობის გამოცდილება;
  4. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ ცოდნა;


განაცხადის შემომტანმა პირმა უნდა გამოგზავნოს:

1.    რეზიუმე ორი რეკომენდატორის შესახებ ინფორმაციის მითითებით;

2.    ინფორმაცია მის მიერ განხორციელებული კვლევის შესახებ.


განაცხადების მიღების ბოლო ვადა:  2023 წლის 25 ივნისი

შესასრულებელი სამუშაოს ვადა - 2023 წლის 20 სექტემბერი

შესასრულებელი სამუშაოს ანაზღაურება -  4000 ლარი (მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).  

განაცხადები გადმოაგზავნეთ მეილზე: projects.phr@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კონკურსი".