„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტებმა, თამარ კაპანაძემ და თამარ გაბოძემ, 2022 წლის 15 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.
შეხვედრას 15-მდე სტუდენტი ესწრებოდა. ტრენინგში მონაწილეობისთვის შერჩეული იყვნენ ის სტუდენტები, რომელთა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაც დაკავშირებულია შშმ პირთა უფლებების დაცვასთან. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრის დროს მათ ბევრი გაიგეს შშმ პირთა უფლებების შესახებ, ისინი ღია იყვნენ ახალი ინფორმაციის მისაღებად.
შეხვედრის დროს განხილული
იქნა შშმ პირებისთვის ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული
უფლებები, მათ შორის:
- თანასწორობის უფლება;
- დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება;
- პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება;
- განათლების უფლება;
- სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება;
- მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება;
ასევე, სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდათ სახელმწიფოს ვალდებულებებზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი ჩართულობისა და მათი უფლებების რეალიზების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრები ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მხარდაჭერით.