2022 წლის 15 ნოემბერს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები თამარ კაპანაძე და თამარ გაბოძე მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის ადმინისტრაციასა და ბენეფიციარებს შეხვდნენ.
ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შედეგად გამომჟღავნდა
შემდეგი გამოწვევები:
- მაცხოვრებლებს არასდროს ჩატარებიათ მკერდის კიბოს ან/და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი;
- დაწესებულების თანამშრომლებს სჭირდებათ გადამზადება, როგორც ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების, ასევე, კონკრეტულად სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ;
გარკვეული პერიოდულობით დაწესებულების მაცხოვრებლები პანსიონატის გარეთ ხვდებიან თავიანთ შვილებს, თუმცა არცერთი მათგანი ჩართული არ არის მშობელთა გაძლიერების პროგრამაში, არ ჩატარებიათ მშობლის უნარ-ჩვევების ტრენინგები, რათა მათ უფრო ინტენსიურად და დამოუკიდებლად შეძლონ თავიანთ შვილებთან ურთიერთობა.
დაწესებულებაში 55 ბენეფიციარი ცხოვრობს, მათგან უმეტესობა ქალია. პანსიონატში მხოლოდ სრულწლოვანი პირები ცხოვრობენ. ბენეფიციარები იურისტებთან საუბარში აღნიშნავდნენ რომ სურთ მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადასვლა. ვიზუალურად შეინიშნება და თავად მაცხოვრებლებიც აღნიშნავდნენ რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სჭირდებათ ჩაუტარდეთ სკრინინგი.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუციაში მცხოვრები პირებისთვის სკრინინგის პროგრამის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრები ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მხარდაჭერით.