No one has ever become poor by giving

2022 წლის 11 თებერვალს, 15 მარტსა და 4 მაისს ფსიქიატრიულ დაწესებულებას მიმართა PHR-ის იურისტმა, ანა თავხელიძემ, და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ქალის შესახებ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოითხოვა. თუმცა მას ინფორმაცია სრულად არ მიეწოდა. 

აღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის 17 ივნისს PHR-ის იურისტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინფორმირების უფლების დარღვევის შესახებ რეაგირება მოითხოვა.  

საქმის შესწავლის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაიზიარა PHR-ის პოზიცია და ფსიქიატრიული დაწესებულება ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, რის შედეგადაც ფსიქიატრიულ დაწესებულებას დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

PHR-ი აგრძელებს ახალგაზრდა ქალის ინტერესების დაცვას.