No one has ever become poor by giving

საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში შეიქმნა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერას. ერთ-ერთი მათგანია ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი. ცენტრის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევის მიზნით, ისეთი აქტივობების, სერვისებისა და ურთიერთდახმარების შეთავაზება, რაც გააძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და გაზრდის მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხს; შეცვლის საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპულ ხედვებს შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ;

PHR-ი არაერთი წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე  მუშაობს. 2021 წელს კი, შვედური ორგანიზაციის RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით, სამედიცინო სფეროს სპეციალისტების და იურისტებთან თანამშრომლობით, შეიქმნა დოკუმენტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ.

სწორედ ამ დოკუმენტების პრეზენტაცია გაკეთდა 2022 წლის 26 ივლისს  „ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ თანამშრომლებთან. პრეზენტაცია PHR-ის იურისტებმა გააკეთეს. 

პრეზენტაციის დროს ცენტრის თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ რა უფლებებს მოიცავს ჩარჩო ტერმინი - სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, განხილულ იქნა სერვისები და პროდუქტები რაზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებებით სარგებლობისას,  რა სახის მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეს გარდატეხის ასაკში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებს, მათ შორის მენსტრუალური ციკლის დროს, როგორია თვით სტიმულირების თანამედროვე აღქმა და რა შემთხვევაში უნდა მიექცეს ყურადღება სპეციალისტის მიერ.  შეხვედრის დროს განიხილეს სექსუალური განათლების საჭიროება და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირის მიერ გამოხატული თანხმობის საკითხი სექსუალურ კავშირზე. ასევე, პრეზენტაციის დროს განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის აბორტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების და კომუნიკაციის პრინციპები.

შეხვედრის შედეგად ორგანიზაციის თანამშრომლებმა მიიღეს ახალი და სასარგებლო ინფორმაცია შშმ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებით სარგებლობის კუთხით, რაც მათ მომავალ საქმიანობაში დაეხმარებათ.

დოკუმენტების ნახვისა და გადმოწერისთვის:

1. სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის. დააჭირე აქ.

2. ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. დააჭირე აქ

3. აბორტის სერვისის მიწოდების ზოგადი პრინციპები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის. დააჭირე აქ.

4.  შშმ გოგოების მხარდაჭერა გარდატეხის (პუბერტატის) ასაკში. დააჭირე აქ.

PHR-ი აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.


პროექტი „შშმ ქალთა და გოგონათა მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა“ ხორციელდება RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.