PHR-ის წარმოამდგენლები რეგულარულად ხვდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებსა და მზრუნველებს მათთვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებისა და გაძლიერების მიზნით.
2022 წლის მარტიდან ივნისამდე ორგანიზაციის იურისტებმა ხაშურსა და ქარელში მცხოვრებ შშმ პირთა მშობლებთან ჩაატარეს ტრენინგები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებასთან დაკავშირებასთან, ხოლო გორის, ოზურგეთის და თელავის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ შშმ პირთა მშობლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართა იგივე თემაზე.
ტრენინგების და საინფორმაციო შეხვედრების მიმდინარეობისას მონაწილეებმა ისაუბრეს ყოველდღიურ სოციალურ და ფიზიკურ ბარიერებზე, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში აწყდებიან. ხოლო ორგანიზაციის ადვოკატებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით.
შეხვედრებისას მონაწილეები ასევე გაეცნენ შშმ პირთა შესახებ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის PHR-ის ადვოკატებმა მონაწილეებს გააცნეს ორგანიზაციის მიერ ნაწარმოები სტრატეგიული საქმეები.
შშმ პირთა გაძლიერების მიზნით აუცილებელია, რომ საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები რეგულარულად მისაწვდომი იყოს ყველა შშმ პირისთვის და მათი მშობლებისთვის.
PHR-ის ადვოკატები აგრძელებენ შეხვედრებს შშმ პირებთან და მათ მშობლებთან ცნობიერების ამაღლებისა და მათი გაძლიერების მიზნით.
შეხვედრა განხორციელდა პროექტ "შშმ ქალთა და გოგონათა მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და დამოუკიდებლობის ხელშეწყობის" ფარგლებში RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.