No one has ever become poor by giving

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის მიუხედავად, შშმ პირები არაერთი სახის დაბრკოლებას აწყდებიან ქვეყანაში.

შშმ ქალებს ისევ შეზღუდული აქვთ წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე და სერვისებზე, რაც არღვევს  მათ ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს.

სწორედ აღნიშნულნი სირთულეების აღმოფხვრის და საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, 2022 წლის მაისში PHR-ის იურისტებმა პროექტ  „შშმ ქალთა და გოგონათა მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ხაშურსა და ქარელში სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის უფლებაზე შშმ ქალებთან  ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგის დროს გამოიკვეთა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა  უმრავლესობა არ ან ვერ სარგებლობს სექსუალური ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებებით, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სახის ფიზიკური და სოციალური ბარიერებით.

ტრენინგის დროს მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია  ეროვნულ კანონმდებლობაზე და საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რითაც გარანტირებულია შშმ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება. ასევე  განხილული იქნა შშმ ქალთა სრჯ უფლებებზე მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილებები.


პროექტი „შშმ ქალთა და გოგონათა მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა“  ხორციელდება RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.