25 ივნისს, PHR-ის იურისტები ახალგაზრდული ჰორიზონტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის თემა იყო „ქალთა მიმართ ძალადობა სპორტში“.
ორგანიზაციის ადვოკატებმა ანა თავხელიძემ და სოფიკო მენაბდიშვილმა შეხვედრის დამსწრეებთან სპორტში სექსუალური ძალადობისა და შევიწროების პრევენციის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ პარა სპორტსმენები, მწვრთნელებს და მათი მხარდამჭერები. ორგანიზაციის ადვოკატებმა მათ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო პრაქტიკებსა და რეკომენდაციების შესახებ.
ადვოკატებმა ისაუბრეს, თუ როგორ ხდება სექსუალური ძალადობისა და შევიწროების ამოცნობა, რა სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმები არსებობს და რა პრაქტიკა არსებობს სპორტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკა.
შეხვედრა გაიმართა პროექტების „ქალი ათლეტების დაცვა სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან სპორტში“ და გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობა საქართველოში" ფარგლებში.
შეხვედრის ფინანსური მხარდამჭერები არიან გაეროს პროგრამა "გენდერული თანასწორობა საქართველოში", რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.