გასულ კვირას საქართველოს სპორტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR“ -ის ადვოკატებთან ერთად გამართა შეხვედრა თემაზე: „ქალი ათლეტების ძალადობისგან დაცვა“
შეხვედრას თბილისის მერიის სპორტის სამსახურის დაქვემდებარებში მყოფი სპორტული ცენტრების და სხვადასხვა სპორტული ფედერაციებისა და კლუბების ქალი მწვრთნელები ესწრებოდნენ.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სპორტში ძალადობისა და ძალადობის პრევენციის მექანიზმების შესახებ. ასევე დამსწრეები გაეცნენ საერთაშორისო პრაქტიკებსა და რეკომენდაციებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
შეხვედრა გაიმართა პროექტების „ქალი ათლეტების დაცვა სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან სპორტში“ და გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობა საქართველოში" ფარგლებში.
შეხვედრის ფინანსური მხარდამჭერები არიან გაეროს პროგრამა "გენდერული თანასწორობა საქართველოში", რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.