PHR-მა „იუჯი სკოლის“ წინააღმდეგ შრომითი დავა მოიგო.
ნინო* „იუჯი სკოლაში“ მათემატიკას რამდენიმე წელი ასწავლიდა. 2020 წლის აგვისტოში სკოლის ადმინისტრაციამ ნინოს ზეპირად შეატყობინა, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და სექტემბრიდან ვეღარ შეძლებდა სკოლაში საქმიანობის გაგრძელებას. ნინო შშმ ქალია და მან საკუთარი უფლებების დასაცავად PHR-ს მიმართა.
ორგანიზაციამ ნინოს საქმეზე სამართლებრივი დავა დაიწყო. ადვოკატები ითხოვდნენ ნინოს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სკოლისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრება.
2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოს საქმე განიხილა. მოპასუხე მხარე (იუჯი სკოლა) ამბობდა რომ ნინო სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო გაათავისუფლეს, თუმცა საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით აღნიშნული ვერ დადასტურდა.
სასამართლომ ნინოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო და „იუჯი სკოლას“ დაავალა მოსარჩელისთვის კომპენსაციის გადახდა.
PHR-ი აგრძელებს შშმ ქალების ინტერესების
დაცვას.
*სახელი შეცვლილია.