No one has ever become poor by giving

გასულ კვირას PHR-ის ადვოკატები, მაგიდის ჩოგბურთის ქალ ათლეტებს და მწვრთნელებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ქალ ათლეტებში ცნობიერების ამაღლება იყო სპორტში სექსუალური ძალადობისა და შევიწროების საკითხებზე.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას სპორტში სექსუალური ძალადობისა და შევიწროების პრევენციის შესახებ. ქალ ათლეტებსა და მწვრთნელებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საერთაშორისო პრაქტიკებსა  და რეკომენდაციების შესახებ.

ადვოკატებმა ისაუბრეს, თუ როგორ ხდება სექსუალური ძალადობისა და შევიწროების ამოცნობა, რა სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმები არსებობს და რა პრაქტიკა არსებობს სპორტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკა.    

შეხვედრა გაიმართა პროექტების „ქალი ათლეტების დაცვა სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან სპორტში“  და გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობა საქართველოში" ფარგლებში

შეხვედრის ფინანსური მხარდამჭერები არიან გაეროს პროგრამა "გენდერული თანასწორობა საქართველოში",  რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.