No one has ever become poor by giving

პუბლიკაცია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალებისთვის სტიგმისგან თავისუფალი და არადისკრიმინაციული უსაფრთხო აბორტის სერვისის მიწოდების ძირითად საკითხებზე ჯანდაცვის პროფესიონალების ინფორმირებას. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია აბორტის სერვისის ყოვლისმომცველი მიმოხილვის ნაცვლად, მხოლოდ შშმ ქალებისთვის სერვისის მიწოდების სპეციფიკურ მახასიათებლებს აღწერს. შესაბამისად, პუბლიკაცია აბორტის მართვის ზოგად სამედიცინო ასპექტებზე კი არ იძლევა ინფორმაციას, არამედ შშმ ქალებთან კომუნიკაციის სწორად წარმართვის ძირითად პრინციპებს განიხილავს. ვფიქრობთ, წინამდებარე ნაშრომი საინტერესო იქნება არამხოლოდ სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებისთვის, არამედ თავად შშმ ქალებისთვის, მათი მხარდამჭერებისა და საკითხით დაინტერესებული სხვა ნებისმიერი პირისთვის.

ესმა იმერლიშვილი არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დოქტორანტი და 5 წელზე მეტია მუშაობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით. თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასევე, ცალკეულ სახელმწიფო სტრუქტურებთან. აღნიშნულ სფეროში არის რამდენიმე კვლევისა და სატრენინგო მოდულის ავტორი და თანაავტორი. 

პუბლიკაცია მომზადებულია RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს PHR-ის და RFSU-ს მოსაზრებას. 

დოკუმენტის გადმოწერა