No one has ever become poor by giving

#ქალიათლეტებისთვის #თანასწორობისთვის

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR” აცხადებს მედია კონკურსს, თემაზე:

გენდერული თანასწორობა სპორტში

კონკურსის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებზე სპორტში, არსებული პრობლემების წარმოჩენა, ქალი ათლეტების მხარდაჭერა შემდეგი მულტიმედია პროდუქტებით:

  • სტატია (500 - 1000 სიტყვამდე)
  • ბლოგი (800 - 2000 სიტყვამდე)
  • ვიდეო (ხანგრძლივობა არაუმეტეს 3 წუთი) 
  • ფოტო (JPEG ფორმატი, მინიმალური ზომა 1920px. X 1280 PX, ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5MB-ს, მაქსიმალური რაოდენობა ერთ მონაწილისგან - 3 ფოტო)
  • პოსტერი (JPEG ან PDF ფორმატი; ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5MB-ს, მაქსიმალური რაოდენობა ერთი მონაწილისგან - 3 პოსტერი) 

 

პრიზები

საუკეთესო ნამუშევრებს თითოეულ კატეგორიაში გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური.

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 25 მარტს. 

გამარჯვებულები ჯილდოს სახით მიიღებენ 1000 ლარს, ასევე ორგანიზაციის ვებგვერდსა და სოციალურ მედია არხებზე გაზიარდება მათი ნამუშევრები. თითოეულ კატეგორიაში მოხდება ერთი გამარჯვებულის გამოვლენა. 

მონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს წვლილი შეიტანოს სპორტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში და ქალი ათლეტებისთვის თანასწორი გარემოს შექმნის ხელშეწყობაში.  

განაცხადები მიიღება 2022 წლის 8 თებერვლიდან 2022 წლის 18 მარტის (23:59) ჩათვლით. ნამუშევრები გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: projects.phr@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ: მედია კონკურსი.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:

ელ. ფოსტაზე projects.phr@gmail.com

ან ორგანიზაციის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/PHR.HumanRights

 

კონკურსი ტარდება პროექტ „ქალი ათლეტების დაცვა სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან სპორტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.