No one has ever become poor by giving

PHR-ის საქმიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაა. ამ მიზნით ორგანიზაციის წარმომადგენლები აქტიურად ხვდებიან შშმ პირებს რათა უკეთ გაეცნონ იმ პრობლემებს და ბარიერებს რომლებსაც შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირები ყოველდღიურობაში აწყდებიან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ხორციელდება რიგი შეხვედრები, მათ შორის ადვოკატები შეხვდნენ სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ ქალებს. შეხვედრის დროს წამოწეულ თემებს შორის გამოიკვეთა ახალი თემა რომელიც COVID-19 პანდემიით არის გამოწვეული, კერძოდ, სამედიცინო სერვისებით სარგებლობის დროს, არსებული სირთულეები, რომელიც პანდემიამ მნიშვნელოვნად გაამძაფრა.  

ხშირ შემთხვევაში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პაციენტები სმენის აპარატებისა და გამომუშავებული უნარების საშუალებით ექიმის საუბარს იგებენ ტუჩების მოძრაობით, ხოლო სამედიცინო პერსონალის მიერ ნაჭრის (რეზისტენტული ქსოვილის), სამედიცინო პირბადის სარგებლობის პირობებში, აღნიშნული პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სრულფასოვნად ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით. კერძოდ, მიიღონ ექიმისგან კონსულტაცია ან ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით რთულდება საკითხი, როდესაც შშმ ქალებს სურთ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას, კონფიდენციალურად განახორციელონ ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში.

პრობლემიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ 2021 წლის 27 იანვარს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა ცვლილების შეტანა საქართვლოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის NNN368 დადგენილებაში „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“. 

კერძოდ,  სმენის არმქონე და სმენა დაქვეითებულ პირთათვის, სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო პერსონალის მიერ გამჭვირვალე პირბადის გამოყენების დავალება. 

რამდენდაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის 25-ე მუხლის თანახმად:

  • „მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, ისარგებლონ ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი ხელმისაწვდომი სტანდარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. სახელმწიფო ვალდებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უზრუნველყოს მისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით სხვათა თანაბრად, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში“.  

სამინისტროს მიერ, გათვალისწინებული იქნა ჩვენი მოთხოვნა და პირბადის ტარების წესის შესახებ დადგენილებას დაემატა ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საგანმანათლებლო და სამედიცინო სერვისის გამწევი, ვალდებულია სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირებთან გამოიყენოს გამჭვირვალე პირბადე ან სახის ფარი.

შესაბამისად, ყველას, ვისთვისაც საკითხი მნიშვნელოვანია, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირთათვის სამედიცინო სერვისების მიღებისას, შეგიძლიათ მოითხოვოთ სამედიცინო პერსონალის მიერ გამჭვირვალე პირბადის ან სახის ფარის გამყენება.

სამედიცინო პერსონალის მხრიდან, განსახვავებული აზრის შემთხევაში კი მიუთითეთ ზემოთ აღნიშნულ დადგენილებაზე.

PHR - აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას და საზოგადოებაში მათი თანასწორობისთვის უკეთესი გარემოს შექმნისთვის ბრძოლას.


პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.