გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში PHR-ის წარმომადგენლები კალათბურთელებს შეხვდნენ.
შეხვედრა პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიზნით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ძალადობის ფორმებზე და სექსუალურ შევიწროებაზე ინფორმაციის მიწოდება.
ორგანიზაციის ადვოკატებმა მონაწილეებს გააცნეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ორი კვლევის შედეგები, ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაზე სპორტში, ისაუბრეს კვლევის მთავარ მიგნებებზე და რეკომენდაციებზე.
ადვოკატებმა სპორტსმენებთან ისაუბრეს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაზე სპორტში და ქვეყნის შიგნით სპორტის სფეროში არსებულ პრობლემებზე. ასევე განიხილეს ძალადობის პრევენციისა და საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმები. მონაწილეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში თარგმნილი და გაზიარებული მსოფლიო დონის ათლეტი ქალების ისტორიებს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. კალათბურთელები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას დისკუსიაში და არაერთი კითხვა დასვეს.
ყველა მონაწილეს წინასწარ გაეგზავნა პროექტისთვის სპეციალურად
შექმნილი მაისურები.
შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შეხვედრა გაიმართა პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.