No one has ever become poor by giving

23-24 ოქტომბერს, PHR-მა, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებებზე და მათი საჭიროებების გაშუქების ფორმებზე სამუშაო შეხვედრები ჩაატარა.

შეხვედრაზე ჟურნალისტები გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა  უფლებებზე საერთაშორისო პრაქტიკებს, ასევე ადგილობრივ მიმდინარე და დასრულებულ საქმეებს, დეტალურად განიხილეს მედიაში გასული სიუჟეტები შშმ პირთა უფლებებზე და შემოგვთავაზეს საკუთარი ხედვა ამ საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.  ჟურნალისტებმა დამატებითი ცოდნა მიიღეს შშმ პირთა უფლებებზე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე, გაეცნენ არსებულ სტერეოტიპებსა და ინტერსექციური დისკრიმინაციის ფორმებს, მართლმსაჯულების პროცესში არსებული ბარიერებს და მათი დაძლევის მექანიზმებს. შეხვედრაზე არაერთხელ გაესვა ხაზი მედიის როლს და მხარდაჭერის მნიშვნელობას.

  

 

შეხვედრა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციების - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "ქალი და რეალობა" გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.