No one has ever become poor by giving

გასულ კვირას PHR-ის ადვოკატები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თემაზე: „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა სპორტში“.

შეხვედრის მსვლელობისას ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა სპორტში“ ფარგლებში ჩატარებული ორი კვლევის რეკომენდაციები და მიგნებები. ასევე, ცნობიერების ამაღლების მიზნით ისაუბრეს სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს შეხვედრის თემის მიმართ. დაისვა კითხვები სპორტში არსებულ პრობლემებზე და ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმებზე.

შეხვედრას 10 მონაწილე დაესწრო, მათ შორის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში და მუნიციპალიტეტის რაიონების გამგეობის თანამშრომლები.

აღსანიშნავია რომ შეხვედრას უშუალოდ სპორტისა და გენდერის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. 

PHR-ის წარმომადგენლები მზად არიან სპორტში, ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიონ ყველა დაინტერესებულ პირს.

შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შეხვედრა გაიმართა პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.