No one has ever become poor by giving

2021 წლის, 11-12 ოქტომბერს, PHR-მა, რეგიონებში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებთან და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეები გაცნობოდნენ Pro Se ლიტიგაციის პრინციპებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ადვოკატის გარეშე დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში. მიზნის მისაღწევად, ქალებმა დამატებითი ცოდნა მიიღეს შშმ ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. გაეცნენ მართლმსაჯულების პროცესში არსებული ბარიერების დაძლევის ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტებს. მონაწილე ქალებმა პრაქტიკული გზით გაიაზრეს სასამართლოში საქმეთა განხილვის წესები და პროცედურები, რათა მომავალში თავად, სხვების დახმარების გარეშე, დაიცვან საკუთარი უფლებები. მართლსაჯულებაში არსებულმა ბარიერებმა შშმ პირები არ უნდა დატოვოს სამართლის მიღმა.

შეხვედრა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციების - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "ქალი და რეალობა" გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.