2021 წლის 16 აგვისტოს, მარტოხელა დედა ა.კ, რომელსაც ყავდა რამდენიმე
თვის შვილი, ნაცნობთან სტუმრად მივიდა. ნაცნობმა, მისი ქცევა არაადეკვატურად მიიჩნია
და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ქალმა ბავშვთან ერთად დატოვა ნაცნობის სახლი და ახლოს
მდებარე სკვერში გააგრძელა ბავშვის ძუძუთი გამოკვება. ამ დროს, მას მიუახლოვდა სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია, მოგვიანებით, სახელმწიფო ზრუნვისა
სააგენტოს სოციალური მუშაკი.
ქალს არ განუმარტეს რა ხდებოდა მის თავს და მისი
ნების საწინააღმდეგოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბავშვი კი- აგრეთვე
დედისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდების გარეშე -
მინდობით ზრუნვაში. რამდენიმე საათის განმავლობაში, ოჯახის არცერთმა წევრმა არ იცოდა
სად იყო ბავშვი და ინფორმაციის მოპოვებას პოლიციის საშუალებით ცდილობდნენ. ხოლო 10
ზე მეტი დღის განმავლობაში მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ბავშვი ქალაქ თბილისში იყო.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მასობრივი
ინფორმაციის საშუალებითაც.
ვინაიდან ა.კ მეძუძური დედა იყო, ბავშვი კი სააგენტოს
მინდობით აღზრდაში ჰყავდა გადაყვანილი, მას შეექნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემა.
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შესაბამისი სერვისი არ არსებობის გამო, ყოველ დღე, ოჯახის
წევრებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიჰყავდათ შესაბამისი სპეციალისტი, რათა თავიდან
აცილებულიყო, ლაქტაციასთან დაკავშირებული, ბავშვის მოულოდნელი განშორებით გამოწვეული
გართულებები. ა.კ-სთვის უმძიმესი ფაქტი იყო, როგორც მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება, ასევე
საკუთარ შვილზე ინფორმაციის არ ქონა და ბავშვის იძულებით მინდობით აღზრდაში გადაყვანა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ა.კ. ვერ ახერხებდა ბავშვთან ურთიერთობას, რაც მისთვის
უდიდეს სტრესთან იყო დაკავშირებული.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საქმეში
ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო. ორგანიზაციის იურისტები 31 აგვისტოს იმყოფებოდნენ ფსიქიატრიულ
დაწესებულებაში, ადგილზე გაუწიეს ქალს სამართლებრივი კონსულტაცია. რის შედეგადაც მან
ფსიქიატრიული დაწესებულება დაუყოვნებლივ დატოვა.
იმავე დღეს, ორგანიზაციის მიერ, განხორციელდა
წერილობითი კომუნიკაცია ყველა იმ უწყებასთან, ვინც მიიღო დედის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში
მოთავსების და მცირეწლოვნის მინდობით აღზრდაში გადაყვანის გადაწყვეტილება. წერილობითი
კომუნიკაციის ჩაბარებიდან რამდენიმე საათში, ბავშვი დედას დაუბრუნდა.
ორგანიზაცია აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვას.
პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish
Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.
*ფოტო ინტერნეტიდან.