No one has ever become poor by giving

კვლევა წარმოადგენს სპორტში ქალების შევიწროებისა და ძალადობის შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის ერთ-ერთ პირველ მცდელობას საქართველოში. კვლევის მომზადების აქტულობა ორი ძირითადი მიზეზით იყო განპირობებული: 


1. ბოლო წლებში საერთაშორისო დონეზე სპორტში გენდერული ძალადობის თემა აქტიურად დადგა დღის წესრიგში, გახმაურდა არაერთი ფაქტი ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით;


2.  ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სტრატეგიული სამართალწარმოების პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული თემა ერთ-ერთი ყველაზე ტაბუირებულია გენდერული ძალადობის სფეროში საქართველოში და საჭიროა ამ მიმართულებით მუშაობისა და კვლევითი საქმიანობის დაწყება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეროვნულ დონეზე არ ხდება სპორტში სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის რეგულირება და არ არსებობს ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის ბავშვების შემთხვევაში. 


წინამდებარე კვლევა მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის ,,ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროვება სპორტში“ ფარგლებში.

პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მიერ.

კვლევის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.