No one has ever become poor by giving

22 ივნისს PHR - ის ადვოკატებმა ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის თემაზე ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში, მორიგი შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრის დროს ორგანიზაციის ადვოკატებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

  • რას ნიშნავს სექსუალური ძალადობა;
  • "თანხმობა" სექსუალური ძალადობის დროს;
  • მტკიცებულებათა შეგროვება;
  • რა ბარიერებს აწყდებიან ქალები სექსუალური ძალადობის საქმეებში და ბარიერებთან გამკლავების გზები

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმები.

შეხვედრას ქალთა ოთახის მოხალისეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.



შეხვედრა გაიმართა „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.