PHR -ის იურისტებმა 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის
მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. შეხვედრის დროს მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის
უფლების შესახებ.
შეხვედრის მონაწილე მოსწავლეები გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა ეროვნულ კანონმდებლობას და საერთაშორისო
სამართალს.
შეხვედრის მსვლელობისას ორგანიზაციის ადვოკატებმა განიხილეს
PHR-ის მიერ ნაწარმოები მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც ეხება შეზღუდული
შესაძლებლების მქონე პირთა უფლებებს.
შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებმა განიხილეს მათთვის მომზადებელი პრაქტიკული სავარჯიშოები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. მონაწილეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით და საკუთარი
უფლებების შესახებ მეტი ინფორმაციის ცოდნის სურვილით.