პროექტის მიზანია ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის
თემაზე ცნობიერების ამაღლება, სექსუალური ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის გაუმჯობესება
და სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობის გაზრდა. ცნობიერების ამაღლება მოხდება
საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების, ბლოგისა
და ვიდეო ბლოგის გამოქვეყნების გზით, სოციალური მედიის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელებისას ჩვენი ორგანიზაციის იურისტები
ჩაატარებენ შეხვედრებს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და პრევენციის გზებზე.
პროექტის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გაიმართება 6 საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე. შეხვედრების განმავლობაში მოხდება შემდეგი თემების განხილვა:
- სექსუალური ძალადობის დეფინიცია;
- რა ბარიერებს ვაწყდებით ქალები სექსუალური ძალადობის საქმეებში და ამ ბარიერებთან გამკლავების გზები;
- როგორ შევაგროვოთ მტკიცებულებები, ანუ, ვინ და როგორ უნდა ამტკიცოს სექსუალური ძალადობა;
- ძალადობისგან დაცვის რა მექანიზმები არსებობს;
- სექსუალური ძალადობა სამოქალაქო სამართლის კუთხით და სხვ.
პროექტის განმავლობაში ასევე შეიქმნება ბლოგი და ვიდეო ბლოგი. ასევე განხორციელებული აქტივობების გაშუქება მოხდება ორგანიზაციის სოციალური მედია არხების საშუალებით.
პროექტი ხორციელდება "ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით.