No one has ever become poor by giving

პროექტის მიზანია სპორტში ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების თემაზე ცნობიერების ამაღლება, სექსუალური შევიწროების შემთხვევების გამოვლენის გაუმჯობესება და სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ორი კვლევა - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების და ბრძოლის მექანიზმების გამოსავლენად, და ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების გამოსაკვეთად. 

კვლევის შედეგებზე დაფუძნებით განხორციელდება ცნობიერების ამაღლების კამპანია.   შეიქმნება ორი ვიდეო რგოლი, გამოქვეყნდება 10 ათლეტის ისტორია სახელწოდებით: "მე მოგიყვები ჩემს ისტორიას", სადაც მოგიყვებით იმ სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლნი იყვნენ და საკუთარ გამოცდილებას აზიარებენ.

პროექტის განხორციელებისას ჩვენი ორგანიზაციის იურისტები ჩაატარებენ შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით  სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოღვაწე  ქალ სპორტსმენებთან, სპორტულ კლუბებთან და ფედერაციების წარმომადგენლებთან.

პროექტის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების გაშუქება მოხდება ორგანიზაციის სოციალური მედია არხების საშუალებით.

პროექტი PHR-ის გუნდი მუშაობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და სექსუალური შევიწროვების საკითხებს.  ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას უწევს გენდერული ნიშნით, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს.

პროექტი „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“ ხორციელდება USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.