თეა ბოლქვაძისა და მარი მირუაშვილის ისტორიები:
პირველი
ტრავმა
თეა ბოლქვაძე
პირველი ტრავმა
მშობიარობა იყო. 2007 წელს ვიმშობიარე. იდეალური ორსულობით, 6 თვემდე ვმუშაობდი. სასწრაფოს
ექიმი ვიყავი. აყვანილი ექიმით, იდეალური, სწრაფი მშობიარობით მე-4 სამშობიაროში ვიმშობიარე.
2.900კგ გაჩნდა ახალშობილი. ექიმს ეჩქარებოდა და მისი დაუდევრობით მოწყვიტა მომყოლი
და ატყდა ატონური სისხლდენა. 2 ლიტრი სისხლი დავკარგე. ჰემორაგიული შოკით გამიყვანეს
საოპერაციოში და საშვილოსნო ამომიღეს. პირველი კლინიკური სიკვდილი საოპერაციო მაგიდაზე
მქონდა. გარდა ამისა, კანის ღრმა შრეში ჩამიტოვეს კანის საკერავი ნემსი, რაც ცალკე
საოპერაციო გახდა 9 თვის შემდეგ. ამ შემთხვევის შემდეგ არ მიჩივლია. თან კარგად ვიცი
როგორც იკერება სამედიცინო ისტორია.
6 წლის წინ,
39 წლის ასაკში მივიღე ტრავმა. შვილის სკოლის ექსკურსიაზე ვიყავით იაკობ გოგებაშვილის
სახლ-მუზეუმში ამორტიზირებული მოაჯირი ჩაინგრა და გადმოვვარდი, 5-6 მეტრის სიმაღლე
იყო. გაკეთდა ოპერაცია ხერხემალზე მეტალის ფიქსატორით, 5 მალაზე. საბოლოო დიაგნოზი
პარაპლეგიაა (ქვედა კიდურების პარეზი, დამოუკიდებლად გადაადგილების შეზღუდვით). ეტლით
გადავაადგილდები. თანმხლები დაავადებები - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება.
ჰიპოთირეოზი. შარდ-სასქესო სისტემის მოშლა. პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირი ვარ. დაზარალებულის სტატუსი არ მაქვს.
მარი მირუაშვილი
2007 წელს,
23 წლის ასაკში ვიმშობიარე და ორ თვეში მოვწყდი წელს ქვემოთ სრულიად მოულოდნელად. დამიდგინდა
იშვიათი დაავადება ნეირომიელიტის ოპტიკა. ინფიცირებიდან
2 თვეში გამოვლინდა და 2 დღე დასჭირდა სრულ პარალიზებას. ძალიან სწრაფად განვითარდა
აღმავალი ინფექცია ზურგის ტვინში, ამან დააზიანა მამოძრავებელი ნეირონები. მშობიარობის
შედეგად ინფექცია წავიდა ხერხემალში. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევითაც შესაძლებელი
იყო იგივე მომხდარიყო, ოპერაციის დროს გამოყენებულმა არასტერილურმა ინსტრუმენტებმა
გამოიწვია ინფექცია. მიზეზის დასადგენად გამომკითხეს საავადმყოფოში და არაფერთან შეხება
არ მქონდა, არც ტატუ, არც მანიკურ-პედიკიური, არც სისხლის გადასხმა. კბილის ექიმთანაც
კი არ ვიყავი ნამყოფი, აქედან დადგინდა მშობიარობა.
ეტლით ვსარგებლობ
2007 წლის ოქტომბრიდან, უკვე 13 წელია. დამატებით განმივითარდა ჰორმონის მოშლის საფუძველზე
ჩიყვი. სტატუსი პირველი ჯგუფი, მკვეთრად გამოხატული.
ჩემს შემთხვევას
რეაგირება არ მოყოლია სამწუხაროდ, რადგან ისეთი მოულოდნელი იყო, ჩივილის დრო მაშინ
არავის ჰქონდა. ორსულობა მქონდა ბრწყინვალე. უპრობლემოდ გაჩნდა ბავშვი, 3. 300 კგ.
ისე უცბად მოხდა ყველაფერი, გონს რომ მოვედი, ორი თვის ჩვილით, ბინა გავყიდეთ და უკვე
აზრი აღარ ჰქონდა, არ გვიჩივლია.
არა ადაპტირებული გარემო
თეა ბოლქვაძე
ძირითადი პრობლემა
არაადაპტირებული გარემოა. არა ადაპტირებული სამედიცინო მომსახურება, ანუ შესაბამისი
არც ცოდნა აქვთ და არც ინსტრუმენტები. გინეკოლოგიური სკამი არ არის ადაპტირებული. თან
ვისაც წონა აქვს, ის სხვებმა უნდა ასწიონ სიმაღლეზე და დასვან. თავისთავად, ვერიდებით.
პოლიკლინიკები
არ არის ადაპტირებული. რაც ადაპტირებულია, იქ ის კვლევები არ ტარდება რაც ჩვენ გვჭირდება.
ამიტომ გვიწევს ადაპტირებულის ძიება და ვაწყდებით კერძო კლინიკებს, უფრო ლაბორატორიებს.
რომ დამჭირდა პოლიკლინიკა, შესასვლელი კარი ისე იყო ეტლი კი არა, მხარ-ბეჭიანი ადამიანი ვერ შევა შიგ. ლაბორანტები
გარეთ გამოვიდნენ და მანქანაში ამიღეს სისხლი. მერე აქეთ ვასულიერებდი, ცუდად გახდა. კერძო კლინიკები მეტნაკლებად არის ადაპტირებული.
ავერსის კლინიკას ისეთი ლიფტი-პანდუსი ჰქონდა, სანამ მეორე სართულზე ავიდა ერთი სიცოცხლე
დავტოვე იქ. რომელ სამედიცინო დაწესებულებაზეა ლაპარაკი, რეაბილიტაციის ცენტრები არ
არის ადაპტირებული.
მარი მირუაშვილი
ერთხელ დამჭირდა
ნაცხის ანალიზი და ექოსკოპია, რაც გავიკეთე სახლში, რადგან იქ სადაც უნდა მივსულიყავი
არ იყო ადაპტირებული. და ნაცხის ანალიზის ასაღებად
ჩემზე მორგებული პირობები. ამიტომ ახლობელმა ექთანმა ამიღო სახლში. ექოსკოპიაც სახლში
გადავიღე და ისე დამინიშნა გინეკოლოგმა მკურნალობა. იმ კლინიკაში იმიტომ უნდა მივსულიყავი
რომ ტერიტორიულად ახლოს იყო და ჩემი გინეკოლოგიც იქ მუშაობდა.
კვლევები ძვირია
ყველაფრის. ხან ჩემით ვხვდები რა გამოკვლევა მჭირდება მაგრამ ვერ ვიკეთებ ყოველთვის.
პროფილაქტიკა ხო საერთოდ ფუფუნებაა. კლინიკაში ყველა ანალიზს ვერც ენდობი. მხოლოდ სისხლის
და საერთო ანალიზია სწორი. გადამოწმებული მაქვს. ჭრილობის ნაცხი დავთესე კლინიკაში
და საერთოდ ისეთი ინფექცია ამოვიდა, გადავამოწმე სხვაგან და სულ სხვა ორი ინფექცია
ამოვიდა. ჩემთან პოლიკლინიკაში კი შეხვალ მაგრამ 2-3 ადამიანი უნდა დაგეხმაროს. პანდუსია
ტრამპლინი. გაიჭირვებ შეგიყვანენ როგორმე მაგრამ დაფინანსება არაა და საჭირო კვლევებს
ვერ იკეთებ. როცა ჯანმრთელობას ეხება საქმე არ დაელოდები ადამიანი ადაპტირებას, მაგრამ
ისეც რომ ვერ გაწვდები?
თეა ბოლქვაძე
ფარისებრი ჯირკვლის
ანალიზები განსაკუთრებულად ძვირი ჯდება. 120 ლარი სამ თვეში ერთხელ. ენდოკრინოლოგი
სანთლით საძებარია საერთოდ.
მარი მარუაშვილი
ერთხელ გავიკეთე
თავიდან და მის მერე მარტო ტსჩ-ს ვაკონტროლებ, ვეღარ გავიკეთე მეტი.
ექიმების კვალიფიკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სექსუალური უფლებების შესახებ.
ეკა ქაჯაია
ბავშვი ინ ვიტრო
განაყოფიერებით გავაჩინე. წოლით რეჟიმი მქონდა მთელი ორსულობა, თუმცა მაინც კარგად
ჩაიარა, ღმერთის წყალობით. 2 ჩამისვეს და ერთი განაყოფიერდა. არ მიკეთებდნენ ექიმები,
ეშინოდათ ვერ გაუძლებ, სარისკოა შენთვის ბავშვის გაჩენაო, თუმცა, მე ვაიძულე და გავაკეთებინე.
ისე მინდოდა შვილი მყოლოდა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი. ზუსტად 9 თვის დაიბადა, როგორც
დაგეგმილი იყო. დიდი დაიბადა. 3.800კგ. მენჯების ოპერაცია მქონდა გაკეთებული და ბუნებრივად
მშობიარობა არ შეიძლებოდა, საკეისროთი გავაჩინე.
მარი მირუაშვილი
მე აწი გავაჩენდი
სიამოვნებით, ამ ამპლუაში პირველი იქნებოდა, მაგრამ ქირით რომ ვარ ვერ ვბედავ. ფინანსურად
ცოტა უკეთ რომ ვიყო - კი. ხან ვხუმრობ, იქნებ ფეხზეც დამაყენოს-თქო.
სტიგმა
თეა ბოლქვაძე
არ არის არც
კულტურა და არც განათლება სამწუხაროდ შშმ პირთან ურთიერთობის. რადგან ადაპტირებული
ტრანსპორტი არ არის, იძულებულები ვართ კერძო ტრანსპორტით ვისარგებლოთ. ამიტომ საზოგადოება
ხშირად არ გვხედავს. მქონდა სასამართლოსთან, აღსრულებასთან ურთიერთობა. ჯერ დახლებია
ისეთი მაღალი, ოპერატორს ვერ ხედავ და მერე შენ არ მოგმართავენ.
სერვისების არ არსებობა
თეა ბოლქვაძე
საშარდე გზების
პრობლემას ჩემით ვუმკლავდები. უამრავ თანხას ვხარჯავ რომ პრობლემა მოვაგვარო. თან მე
იმან მიშველა რომ სრულიად ადაპტირებული გარემო შევიქმენი (ტრანსფერი არ მიჭირს და შარდვას
ვგრძნობ.) სამედიცინო განათლება მეხმარება, ეტლიდან გადასვლა-გადმოსვლაც არ მიჭირს. ამიტომ, დღე პრობლემა არაა. ამას ყველაფერს ოკუპაციური
თერაპევტი უნდა გვასწავლიდეს, არადა ჩვენი გამოცდილებით ვსწავლობთ ყველაფერს, ჩვენი
შეცდომებით. ვსწავლობთ ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილებებს, გამქრალ შეგრძნებებს და ვარეგულირებთ
ორგანიზმის მოთხოვნილებებს. პარაპლეგია გულისხმობს შარდ-სასქესო სისტემის მოშლას, ანუ
ვხდებით ჩვილი ბავშვები. ვერ ვარეგულირებთ
მოშარდვას, დეფეკაციას. ანუ არის უნებლიე. ეს არის დაზიანების შედეგი და გვჭირდება
დამატებითი ჰიგიენური საშუალებები, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევები. მაგრამ
სადაა, არ არის. სამწუხაროა, რომ რაც გვეკუთვნის
იმასაც ვერ ვიღებთ არა ადაპტირებული გარემოს გამო.
ყველა ვერ წავა
საცხოვრებლად საზღვარგარეთ. აქ არ არის ჩვენი მკურნალობისთვის საჭირო გამოცდილება.
ქვეყანას სჭირდება ოკუპაციური თერაპიის დანერგვა-განვითარება. პლუს კარგი ხელმისაწვდომი
რეაბილიტაციის არსებობა ქვეყანაში. ჩვენთან რეაბილიტაცია შემოიფარგლება მხოლოდ ფიტნესით.
არადა რეაბილიტაცია ბევრ სპეციფიურ ვარჯიშს მოიცავს. მე პირადად გამოვიმუშავე სხვადასხვა
ვარჯიში და ინტენსიურად ვვარჯიშობ, მაგრამ ვინც არ იცის? რეანიმაცია საერთოდ კატასტროფაა.
არანაირი ფიზიოთერაპიის მსგავსი არ ხდება რეანიმაციაში.
უდიდესი პრობლემა
ყველა პაციენტისთვის არის ნაწოლი. პაციენტების 100 % საავადმყოფოდან ნაწოლით გამოდის.
მარი მირუაშვილი
ცოდნას რაც შეეხება
არცერთი პროფილის ექიმს არ აქვს ცოდნა ჩემი დიაგნოზის შესახებ გარდა დიაგნოზისა. საშარდე
გზები ერთ-ერთი მოურჩენელი პრობლემაა. სულ ექსპერიმენტებში ვარ. სულ წამლებში ვარ.
ეტლიდან ვერ გადავდივარ დამოუკიდებლად. ეტლში ყველაფერს ვაკეთებ. თავიდან მქონდა შეკავება.
მერე კაკუნის მანიპულაციით გამოვყავი და ერთჯერად კათეტერზე გადავედი. დღემდე კათეტერზე
ვარ.
ჩემ შემთხვევაში
იყო ნათქვამი რომ გამოჯანმრთელება შესაძლებელია. საჭირო იყო ღეროვანის გადანერგვა თურქეთში,
ოღონდ ვერ იძლეოდნენ გარანტიას. თუ არ ცდი ვერც გაიგებ ვერასდროს. 2 პროცედურა 20
000$ ღირდა, თუ შედეგს მომცემდა კიდევ 2 იყო საჭირო. 40 000 % საიდან მომეტანა?
მუდმივი რეაბილიტაცია
და მასაჟი მჭირდება. ეგაა ჩემი მკურნალობა, მაგრამ სადაა.
დედობა შეზღუდული შესაძლებლობებით
თეა ბოლქვაძე
მე ვარ ექიმი
რომელიც სხვისი ცხოვრების სადარაჯოზე ვიყავი 10 წელი და სამწუხაროდ მომიწია ამ უდიდეს
პრობლემასთან შეჯახება.
თუ ჩემი შვილი
სადმეა წასაყვანი მეუღლე მეხმარება. დედა უკვე მოხუცდა. მაგრამ ბავშვის აღზრდა სრული
ჩემი პრეროგატივაა. ჩვენს შვილებსაც უნდათ დედა გვერდით ყავდეთ. სხვადასხვა ღონისძიებებზე
მინდა დასწრება, ლუკას თამაშებზე, სკოლაში. თავდაყირა ვდგებოდი ჩემს შვილთან რომ ვყოფილიყავი.
ბევრჯერ გული დაწყვეტია, სამწუხაროდ დამოუკიდებლად იზრდება ჩემი ტრავმის გამო.
მარი მირუაშვილი
სკოლაში ვერ
ვახერხებ მისვლას. ისევ არა ადაპტირებული გარემოს გამო. არც მათი მხრიდან არის დიდი
დაინტერესება და კომუნიკაცია ჩემთან, თუ მე არ ვიაქტიურე ისევ. ვფიქრობ სკოლის და მასწავლებლების
მინუსია მთლიანობაში. უნდა ინტერესდებოდნენ თითოეული ბავშვის ოჯახური მდგომარეობით
და იღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას, ეს იქნება ინფორმაციის მიწოდება თუ ნებისმიერი
სხვა რამ. ბავშვს წერის დროს ვეხმარები, გაკვეთილებს ვიბარებ. მერე თავად ტვირთავს
პროგრამაში.
აქტიური ცხოვრება
თეა ბოლქვაძე
სკოლის საბჭოს
წევრი ვიყავი ტრავმის შემდეგ. ერთი წლის ვადით ვიყავი არჩეული, გავიდა ერთი წელი. პარა მშვილდოსანი ვარ. ასევე, პარა სპორტის განათლების
ცენტრის ადმინისტრატორი.
სამგზის მსოფლიო
რბენის გამარჯვებული (2015,2016,2019 წლებში). ასევე, ტიპიურ სპორტსმენებთან ინტეგრირებულ
შეჯიბრებაში თბილისის ორი ვერცხლი და საქართველოს ბრინჯაოს მედალი მაქვს მოპოვებული.
ძალიან ბევრი
არ არის აქტიური, გარეთაც არ გამოდის არა ადაპტირებული გარემოს შედეგად კომპლექსების
გამო.
ისტორიები ჩაწერილია თამარ კაპანაძის მიერ.