2023 წლის 12 დეკემბერს PHR-ის იურისტი ანა თავხელიძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარას სათემო ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა და სტრატეგიული სამართალწარმოების შესახებ ტრენინგი გამართა.
ტრენინგზე ისაუბრეს სტრატეგიული სამართალწარმოების მნიშვნელობაზე და მის როლზე ადვოკატირების პროცესში.
მონაწილეები გაეცნენ PHR-ის პრაქტიკაში არსებულ სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მტკიცებულებათა შეგროვებისა და კომპენსაციის საკითხებმა. ტრენინგი ასევე მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოსა და ვიდეოს განხილვას.
შეხვედრა გაიმართა გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში -UN Joint Programme for Gender Equality in Georgia (UNJP4GE) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.