No one has ever become poor by giving

2023 წლის 29 ნოემბერს, PHR-ის იურისტმა, სოფიკო მენაბდიშვილმა, ქალაქ ქუთაისში, ქვიარ თემის წევრებისათვის სტრატეგიული სამართალწარმოების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგზე განხილულ იქნა სტრატეგიული სამართალწარმოების მნიშვნელობა და მისი როლი ადვოკატირების პროცესში.

მონაწილეები გაეცნენ PHR-ის პრაქტიკაში არსებულ სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სექსუალური შევიწროების საქმეებმა, ასევე შშმ ბავშვებისთვის სერვისების შექმნის მიზნით სტრატეგიულმა საქმეებმა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არანებაყოფლობით სტაციონირების უკანონოდ ცნობამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დისკუსიისას თემის წევრებმა აღნიშნეს, რომ  საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ მხოლოდ იდენტობით განსჯის და უგულებელყოფს ქვიარ თემის წევრების საჭიროებებს, განათლებაზე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მისაწვდომობაზე, რაც მათ კომპეტენციების ამაღლებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება. ეს არის დისკრიმინაციული მოპყრობა გენდერული ნიშნით. მისი აღმოფხვრა სხვადასხვა გზით, მათ შორის ცნობიერების ამაღლებით და ინფორმირებითაა შესაძლებელი. სახელმწიფომ ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მოქალაქის თანასწორი წვდომა აუცილებელ სერვისებზე: განათლებაზე, ჯანდაცვაზე, მართლმსაჯულებაზე და სხვ.

შეხვედრა გაიმართა გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში -UN Joint Programme for Gender Equality in Georgia (UNJP4GE) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.