No one has ever become poor by giving


სახელმწიფო ინსპექტორმა, 2020 წლის 15 სექტემბერს სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული სოციალური მუშაკის მხრიდან პერსონალური მონაცემების გასაჯაროება დაადგინა და მას 1000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საქმე ეხებოდა სოციალური მუშაკის მიერ  12 აგვისტოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის შესახებ სენსიტიური, პერსონალური ხასიათის ინფორმაციის გამოქვეყნებას, რაზეც, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ რეაგირებისათვის სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა. სამწუხაროდ, სოციალური მუშაკის მხრიდან მოხდა, სოციალურ ქსელში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა სენსტიური მასალის გამოქვეყნება, რაც არღვევს ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობას.

სახელწმიფო ინსპექტორის დასკვნის თანახმად:

„განსახილველ შემთხვევაში, შესაძლოა [სოციალურ მუშაკს] გააჩნდა კანონიერი ინტერესი - დაეცვა საკუთარი საქმიანი რეპუტაცია და გაექარწყლებინა მის მიმართ გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია. თუმცა, მიუხედავად მისი ინტერესის არსებობისა, ბენეფიციარის მონაცემების განცხადებაში მითითებულ მოცულობით გასაჯაროება ვერ იქნება მიჩნეული მონაცემთა დამმუშავებლის უპირატესი დაცვის ღირს ინტერესად და უფრო ღირებულ სიკეთედ, ვიდრე არასრულწლოვანი პირის მონაცემების კონფიდენციალობის დაცვაა“.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებების“ ადვოკატები კვლავაც განაგრძობენ ბავშვთა უფლებების დაცვას ქვეყანაში.

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” 
ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.