No one has ever become poor by giving


14 წლის ლუკა ფსიქიატრიული საავამდყოფოს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დატოვებს, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ლუკას სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა მთავრობისთვის პრიორიტეტად აქცია.

სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა ლუკას დედის მოთხოვნა და ბავშვისთვის ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისის შექმნამდე  ყოველ დღე, 12 საათის განმავლობაში მთავრობას ორი პერსონალური დამხმარის უზრუნველყოფა დაავალა.

ლუკა, 14 წლის ბავშვი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2020 წლის 28 აგვისტოდან იმყოფება. ლუკას გამოკეტვის ერთადერთი მიზეზი საავადმყოფოს გარეთ, თემში, ადეკვატური სერვისის არქონა. ამ სარეაბილიტაციო სერვისის გარეშე ლუკას ოჯახი ვერ იცავდა ბავშვის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს, შესაბამისად, იძულებული გახდა, სასწრაფო დახმარება გამოეძახა მის გადასარჩენად, რომელმაც იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა, ვინაიდან არ მოიძებნა მისთვის სხვა ალტერნატიული სერვისი მთელ საქართველოში. ლუკა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განიცდიდა იზოლაციით და ოჯახისგან იძულებით დაშორებით გამოწვეულ ტანჯვას და უარს ამბობდა დედის გარეშე კვებაზე. დედა, ყველა უწყებას სთხოვდა დახმარებას ბავშვის გამოყვანაში და უარის მიღების შედეგად, იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლომ გაითვალისწინა ოჯახის და PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა: ლუკასთვის ადეკვატური სარეაბილიტაიცო სერვისის შექმნამდე, მთავრობას დაავალა, ოჯახისთვის გამოეყოთ ორი პერსონალური ასისტენტი, თერაპიული კვალიფიკაციით, 12 საათის განმავლობაში, უქმე დღეების ჩათვლით. სწორედ ამ დახმარების საფუძველზე შეძლებს ლუკა უახლოეს პერიოდში ფსიქიატრიული საავადმყოფოს დატოვებას და ოჯახში დაბრუნებას.

სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს დღემდე უპრეცედენტო შემთხვევას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, სიცოცხლის, უსაფრთხოების და თანასწორობის უფლების, თემში ცხოვრების შესაძლებლობის დაცვის მაგალითს. PHR-ის ადვოკატები გააგრძელებენ სასამართლოს გზით ლუკას უფლებების დაცვას და ბრძოლას ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისის შესაქმნელად.

ლუკას მდგომარეობა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სტრუქტურული დისკრიმინაციის მაგალითს სახელმწიფოს მხრიდან. ვინაიდან ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისების არქონა ლუკას არა მხოლოდ უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით და UN CRPD-ით გარანტირებულ უფლებებს, არამედ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას, იწვევს მის იძულებით ინსტიტუციონალიზაციას და წარმოადგენს ბავშვის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას.

PHR-ი კვლავაც გააგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვას.  

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოშიფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.