No one has ever become poor by giving


2024 წლის 14 თებერვალს PHR-ის იურისტებმა სოფიკო მენაბდიშვილმა და ანა თავხელიძემ გენდერული სტერეოტიპების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს საგარეჯოს სპორტული გაერთიანებაში ძიუდოისტ გოგოებთან.   იურისტებმა შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე,  საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებზე, მისი აღმოფხვრის გზებსა და მართლმსაჯულების პროცესში სტერეოტიპების გავლენაზე.

შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო. მონაწილეებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილებები. მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სპორტში თანასწორობის, უსაფრთხო სამუშაო გარემოს, სექსუალური შევიწროვების საკითხებმა და დაცვისა მექანიზმებმა.

 

 

შეხვედრა ჩატარდა ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.