No one has ever become poor by giving

თუ შენ არ შეგსრულებია 18 წელი და სარგებლობ სოციალური ქსელებით, ეს დოკუმენტი შენთვისაა.

შენ გაქვს უფლება იცოდე, როგორ დაიცვა თავი ონლაინ სივრცეში სექსუალური ძალადობისგან.

ამ დოკუმენტში წაიკითხავ:

  • რას ნიშნავს ონლაინ სივრცეში ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა;
  • არსებობს თუ არა ონლაინ სივრცეში სექსუალური ძალადობის საფრთხე;
  • რა არის პირადი მონაცემები;
  • რა უნდა იცოდე ონლაინ სივრცეში ყოფნისას;
  • როგორ მოიქცე თუ ონლაინ სივრცეში შენს მიმართ ადგილი აქვს სექსუალურ ძალადობას.


დოკუმენტი მომზადდა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR-ის მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

დოკუმენტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR-ი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.


გადმოწერე: