2023 წლის 26 ოქტომბერს, PHR-ის იურისტი, ანა თავხელიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო ბავშვთა უფლებები.
დაახლოებით 40 მონაწილესთან ერთად ადვოკატმა განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა ბავშვის უფლებათა კოდექსი, ბავშვის ადვოკატის ყოლის უფლება, მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლება და ბავშვების ურთიერთობა პოლიციასთან.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო. მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პოლიციის მხრიდან ბავშვების ქუჩაში ფოტოგადაღებისა და შეჩერების საკითხებმა და დაცვის მექანიზმებმა.
შეხვედრის ბოლოს ბავშვებმა რეალური საქმის მაგალითზე შეავსეს ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმა.
შეხვედრა ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.