ალტინფოს შესახებ
როგორც საერთაშორისო პრესა აღწერს[1], ალტ-ინფო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ანტიდასავლური და პრო-რუსული ძალადობრივი ჯგუფია. იგი განსაკუთრებულად ცნობილი 2021 წლის 5 ივლისს გახდა, როდესაც დაგეგმა და განახორციელა ძალადობრივი შეტევა LGBTQI ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციაზე და თავდასხმა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებზე, რომელმაც გამოიწვია ათეულობით ჟურნალისტის ჯანმრთელობის დაზიანება. ერთ-ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა[2].
2023 წლის 4 ივლისს ალტ-ინფოსა და კონსერვატიული ჯგუფების მხარდამჭერმა, ხატია ჯანაშიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მის მიერ დამონტაჟებული ვიდეო. ვიდეო მოიცავდა კადრებს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული პრაიდის ამსახველი ვიდეოებიდან. ვიდეოში ჩანდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის გამოცემული წიგნი „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგოებისთვის“. კონკრეტულად გამოჩნდა 1 მოთხრობა, რომელიც ეხება ტრანსგენდერ ბიჭს. ხატია ჯანაშიას ვიდეოში ასევე გამოყენებული ჰქონდა მონაკვეთი, არასრულწლოვნის გამოსახულებით. ალტინფოს მხარდამჭერმა გამოსახულება და ვიდეო დაამონტაჟა იმგვარად, რომ შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს არასრულწლოვნი წიგნში LGBT თემატიკაზე ლაპარაკობდა. ალტ-ინფოს მხარდამჭერმა ეს ვიდეო გაავრცელა ძალადობრივი შეკრების მოწოდებით, რომელიც 5 ივლისის მსგავსად, LGBTQI ჯგუფის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. არასრულწლოვნის დედა იყო კრიტიკული მედია არხის ჟურნალისტი, რომლის რამდენიმე წამყვანი გახდა ძალადობრივი ჯგუფებისგან ფიზიკური აგრესიის მსხვერპლი, რაზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება.
7 ივლისს, არასრულწლოვინს დედამ, კრიტიკული მედია არხის ჟურნალისტმა, ვიდეოს ნახვისთანავე, მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა არასრულწლოვნის დაცვა ფიზიკური და ემოციური საფრთხისგან, ვინაიდან სოციალურ ქსელში ვიდეოს ვირუსულ გავრცელებას მოყვა მუქარის გზავნილები ალტ-ინფოს მომხრეებისგან ბავშვის და დედის მიმართ, სამინისტრომ შეტყობინება რეაგირების გარეშე დატოვა.
10 ივლისს ბავშვის ინტერესების დასაცავად საქმეში ჩაერთო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.
11 ივლისს ბავშვის იურისტებმა მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვეს არასრულწლოვნის დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერის გამოცემა, თუმცა სამინისტრომ კვლავ არანაირ ზომებს არ მიმართა.
საქმის განხილვა სასამართლოში
13 ივლისს ორგანიზაციამ მიმართა სასამართლოს. ორგანიზაციამ ქალის და ბავშვის დაცვა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ - დამცავის ორდერის გამოცემის მოთხოვნით დაიწყო.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ბავშვი იყო მძიმე ძალადობრივი მოწოდებების სამიზნე, რაც რეალურ საფრთხეს უქმნიდა მის უსაფრთხოებას და საუკეთესო ინტერესს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება და გამოსცა დამცავი ორდერი, რომლითაც ძალადობრივი ჯგუფის მომხრეს აეკრძალა ბავშვის გამოსახულების გამოყენება და გავრცელება; ასევე, ყველა სახის მედია საშუალებების (მათ შორის - სოციალური მედიის) და სოციალური ქსელების გამოყენებით, არასრულწლოვნის შესახებ საუბარი;
დამცავი ორდერი გამოიცა
მაქსიმალური, 9 (ცხრა) თვის ვადით;
გადაწყვეტილება მოპასუხემ
გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში,
21 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ ვიდეოს გავრცელებით, მასზე საუბრით ხატია ჯანაშიამ გამოიწვია ბავშვის მიმართ ძალადობის საფრთხე, რის გამოც დამცავი ორდერი გამოცემული იყო კანონიერად.
რატომ არის საქმე
პრეცედენტული
საქმეზე სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტთან, რომლის თანახმადაც, ადამიანის გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა შეიზღუდოს, როდესაც ადამიანი იყენებს სიძულვილის ენას და რეალურ საფრთხეს უქმნის თავისი მოწოდებებით ადამიანს. ამ გადაწყვეტილებით, ონლაინ სივრცეში ქალის და ბავშვის დაცვის ეფექტური მექანიზმი დაინერგა.
გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა ბავშვს და ქალს, ვისზეც ონლაინ გენდერული მოტივით იძალადებენ, შეუძლია, მოითხოვოს შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემა. გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სამართლებრივი წესრიგისა და კანონის უზენაესობის დაცვას.
საქმეზე მუშაობდნენ: ანა არგანაშვილი, ანა თავხელიძე, სოფიკო მენაბდიშვილი, თამარ კაპანაძე, თამარ გაბოძე.
მოსამართლეები: პირველი
ინსტანცია - ნათია ბუსკაძე
მეორე ინსტანცია
- ინგა კვაჭანტირაძე.
გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში - UN Joint Programme for Gender Equality in Georgia (UNJP4GE) რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით;
RFSU
(Swedish Association for Sexuality Education);
USAID სამართლის
უზენაესობის პროგრამა.