No one has ever become poor by giving

ამა წლის 5 ივნისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების დანაშაულებზე. აღნიშნულ საქმეში, PHR-ს სამართლებრივი კონსულტაციის მიზნით მიმართეს იმ პირებმა, ვისთვისაც ცნობილი გახდა უმძიმესი დანაშაულების შესახებ. PHR-ის სამართლებრივი რჩევის შემდეგ კი, მათ შეტყობინება გააკეთეს სამართალდამცავ ორგანოებში.

დღეს PHR-ის ადვოკატები სამართლებრივ წარმომადგენლობას უწევენ, რამდენიმე დაზარალებულს, მათ შორის, არასრულწლოვნებს და სრულწლოვნებს. ვინაიდან საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია, PHR-ი მოქმედებს უპირველესად დაზარალებულების ინტერესებით და სისხლის სამართლის გამოძიების დეტალების შესახებ ვერ გააკეთებს დეტალურ კომენტარს. ამავე დროს, PHR-ის ადვოკატები მაქსიმალურ ძალისხმევას დებენ, რათა გამოძიების პროცესში არ მოხდეს მსხვერპლთა რეტრავმატიზაცია და გამოძიება წარიმართოს შშმ ქალთა საჭიროებების გათვალისწინებით.

PHR-აგრეთვე ზრუნავს იმ პირთა უსაფრთხოებაზე, რომლებმაც  გამოავლინეს მაღალი პასუხისმგებლობა და სავარაუდოდ დანაშაულების შესახებ აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს.

PHR-ი სთხოვს ყველა მსხვერპლს, იურიდიული დახმარების საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ორგანიზაციას, რომელიც მათ გაუწევს აუცილებელ მხარდაჭერას და მათ უფლებებს დაიცავს გამოძიებისა და სასამართლო პროცესებში.


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით