PHR-ი უკვე რამდენიმე წელია რეგულარულად ხვდება ქალ ათლეტებს, მწვრთნელებს და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს სპორტში ქალთა და ბავშვთა მიმართ სექსუალურ შევიწროებასთან პრევენციის კუთხით ცნობიერების ასამაღლებლად და მის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმის შექმნის მიზნით.
სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდნენ ორგანიზაციის იურისტები ანა თავხელიძე და სოფი მენაბდიშვილი სამღერეთის გოგონათა საფეხბურთო ნაკრებს.
შეხვედრაზე იურისტებმა ისაუბრეს სპორტში ქალი და ბავშვი ათლეტების სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე. მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს სექსუალური შევიწროების დროს დაცვის მექანიზმებსა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე.
სპორტში ქალი და ბავშვი ათლეტების სექსუალური ძალადობისა და შევიწროებისგან დასაცავად მნიშვნელოვანია პოლიტიკის დოკუმენტების და ეფექტური მექანიზმების არსებობა.
მეტი ინფორმაცისა და იურიდიული კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322331356.
საინფორმაციო შეხვედრა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.