No one has ever become poor by giving

2023 წლის მარტში, PHR-ის იურისტებმა სკოლამდელ ასაკისა და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან ბავშვთა უფლებებზე საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.  

შეხვედრის მსვლელობისას იურისტებმა განმარტეს რა უფლებები აქვთ ბავშვებს სასკოლო გარემოში, გასაჩივრების რა მექანიზმები არსებობს, რა როლი აქვთ საჯარო და კერძო სტრუქტურებს ამ პროცესის მიმდინარეობისას.

ასევე, იურისტებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რეაგირება ბავშვზე ძალადობის დროს და დისციპლინური პასუხისმგებლობები. 

შეხვედრა PHR-ისა და ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. 

საინფორმაციო შეხვედრა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.