No one has ever become poor by giving

ალბათ ყველას გახსოვთ 14 წლის ლუკას საქმე, რომლიც მხოლოდ იმიტომ რომ, ქვეყანაში სათანადო ბავშვზე ზრუნვის სერვისი არ არსებობდა, 3 თვეზე მეტი იძულებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განათავსეს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 28 სექტემბერს, მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ლუკას სიცოცხლის დაცვის და მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა დროებითი განჩინებით. სასამართლომ დაავალა საქართველოს მთავრობას ბავშვისთვის გამოეყო 4 პერსონალური ასისტენტი, რომლებიც ლუკას დაეხმარებოდნენ დღეში 12 საათის და კვირაში 7 დღის განმავლობაში უსაფრთხოდ ყოფნაში, სახლში თუ მის გარეთ.

კერძოდ, ლუკას საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების თანახმად:

  • ბავშვის უსაფრთხოების და საჭიროების გათვალისწინებით შინ მოვლაში ჩაერთო ერთდროულად ორი პერსონალურიასისტენტი; 
  • ასისტენტების შერჩევა მოხდა ბავშვის სურვილის გათვალისწინებით;
  • ორივე ასისტენტს ჰქონდა თერაპიული გამოცდილება შშმ ბავშვებთან მუშაობის მიმართულებით.
  • შინ მოვლის პერიოდად განისაზღვრა დღეში 12 საათი შაბათ-კვირის და უქმე დღეების ჩათვლით.

პანდემიის პერიოდში გართულებული ტრანსპორტირების გამო, PHR-ის მოთხოვნით, ზრუნვის სააგენტომ ლუკას პერსონალურ ასისტენტებს ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებაც გამოუყო. ამის  გამო ლუკას დახმარება პანდემიის პერიოდშიც შეუფერხებლად გაგრძელდე. ამ მომენტში ლუკას 4 დამხმარე ასისტენტი ჰყავს და მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება.

მაგრამ, განსაკუთრებით მნიშნველოვანია ის ფაქტი, რომ  ლუკას საქმის შედეგად ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა სისტემური ცვლილება. შედეგადაც ყველა შშმ ბავშვი, საჭიროების შეფასებით დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში, შეძლებს პერსონალური ასისტენტის სერვისის მიღებას.

სწორედ ლუკას სამართლებრივი პროცესების წარმოების შემდეგ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა, სადაც უმნიშვნელოვანესი ცვლილება შევიდა, კერძოდ:

აღნიშნული ცვლილებით შშმ ბავშვები, მათ შორის  მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები დღის ცენტრებში უზრუნველყოფილი იქნებიან პერსონალური ასისტენტებით. რაც შეეხება ბინაზე მოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას,:  ქცევის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელება, ისე როგორც ეს მოხდა ლუკას შემთხვევაში.

ლუკას საქმეში წარმატების მიღწევამ ყველა ბავშვისთვის სასარგებლო ცვლილების განხორციელება გამოიწვია.

PHR -ი აგრძელებს ლუკას და სხვა ბავშვების უფლებების დაცვას.

 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.