No one has ever become poor by giving

4 ნოემბერს PHR-ის ადვოკატები, პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პროექტის ერთ-ერთი მიზანია - სპორტში არსებული ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლება და აღმოფხვრის მექანიზმების შექმნა.

შეხვედრას 26 სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. PHR-ის ადვოკატებმა, მათ გააცნეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული თვისებრივი და სამაგიდე კვლევების შედეგები და რეკომენდაციები, რომლებიც მიემართებოდა თავად ფედერაციებს, რათა მათ, მმართველ რგოლში შექმნან სექსუალური შევიწროების და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის შიდა მექანიზმები, ასევე, იმუშაონ მწვრთნელებთან ცნობიერების ამაღლებაზე.

ფედერაციების წარმომადგენლებმა კვლევებში მითითებული რეკომენდაციების მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს. ისინი ასევე ყურადღებით ეცნობოდნენ არსებული საქმეების შესახებ ინფორმაციას და მაგალითებს.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ფედერაციების წარმომადგენლებმა შემდეგი საკითხების მიმართ გამოიჩინეს დიდი ინტერესი:

  • სპორტსმენებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას უნდა მოხდეს თუ არა ბავშვის ასაკის გათვალისწინება;
  • რა სახის მექანიზმების შემუშავებაა აუცილებელი იმისათვის რომ მოხდეს პრევენცია;
  • მწვრთნელების გადამზადების საკითხი და სხვ.

ფედერაციების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს და პროექტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

PHR-ის წარმომადგენლები მზად არიან სპორტში, ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიონ ყველა დაინტერესებულ პირს.

შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შეხვედრა გაიმართა პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.