No one has ever become poor by giving

PHR-ი აგრძელებს შეხვედრების ციკლს, რომლის ფარგლებშიც ხვდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე ახალგაზრდა სპორტსმენებს, სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებს და სხვა.

ამჯერად ორგანიზაციის ადვოკატები სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ. პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

შეხვედრაზე PHR-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ისეთ მნიშნელოვან თემაზე,როგორიცაა ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა და შევიწროება სპორტში.

შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებს მიეწოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სპორტში სექსუალური ძალადობისა და შევიწროების პრევენციის შესახებ. მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო პრაქტიკებს და თვისებრივი კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს.

მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, პრევენციის მიზნით, სწორედ სწავლების პროცესში და სასწავლო პროგრამებში მოხდეს სექსუალური ძალადობის, ბავშვთა უფლებების და შევიწროების თემების განხილვა და შეტანა.

შეხვედრა პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიზნით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის შესაძლო ძალადობის ფორმებზე და სექსუალურ შევიწროებაზე  ინფორმაციის მიწოდება.


შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შეხვედრა გაიმართა პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.