პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში PHR-ის წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს სხვადასხვა სპორტში მოასპარეზე ბავშებთან. შეხვედრების მიზანია ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიზნით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ძალადობის ფორმებზე და სექსუალურ შევიწროებაზე ინფორმაციის მიწოდება.
ამჯერად ორგანიზაციის ადვოკატები ახალგაზრდა მოფარიკავეებს შეხვდნენ. არსებული რეგულაციების გამო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
PHR-ის ადვოკატები ახალგაზრდა სპორტსმენებს ესაუბრნენ საკუთარ უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებზე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე სპორტის სფეროში, საერთაშორისო მაგალითებზე. ასევე გააცნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი მსოფლიო დონის ათლეტი ქალების ისტორიები ძალადობასა და შევიწროებაზე და იმაზე, თუ რა გავლენა იქონია ამ მოვლენებმა მათ ცხოვრებაზე.
ორგანიზაციის ასევე გააცნეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ორი კვლევა, რომელიც ეხება ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებას სპორტში, ისაუბრეს კვლევის მთავარ მიგნებებზე და რეკომენდაციებზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, მოფარიკავეები აქტიურად იღებდნენ დისკუსიაში მონაწილეობას და განიხილავდნენ ახლად მიღებულ ინფორმაციებს.
ყველა მონაწილეს წინასწარ გაეგზავნა პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი მაისურები რომლებიც ქალი სპორტსმენების მხარდასაჭერად შეიქმნა.
PHR-ის განაგრძობს შეხვედრებს სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შეხვედრა გაიმართა პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.