No one has ever become poor by giving

PHR-მა, პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში სხვადასხვა სპორტის სახეობაში მოასპარეზე სპორტსმენებთან დაიწყო შეხვედრების სერია, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიზნით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ძალადობის ფორმებზე და სექსუალურ შევიწროებაზე  ინფორმაციის მიწოდება.

პირველი შეხვედრა ორგანიზაციის ადვოკატებმა სიღნაღის ქალი ძიუდოისტების გუნდთან ონლაინ ფორმატში ჩაატარეს.

შეხვედრის მსვლელობისას PHR-ის ადვოკატებმა მონაწილეებს გააცნეს საკუთარი უფლებები, და მათი დაცვის მექანიზმები, პროექტის ფარგლებში გაზიარებული მსოფლიო დონის ათლეტი ქალების ისტორიები ძალადობასთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს ქვეყნის შიგნით სპორტის სფეროში არსებულ პრობლემებზე. 

ორგანიზაციის ადვოკატებმა მონაწილეებს ასევე გააცნეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ორი კვლევის შედეგები, ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაზე სპორტში, ისაუბრეს კვლევის მთავარ მიგნებებზე და რეკომენდაციებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, ძიუდოისტი გოგონები აქტიურად იღებდნენ დისკუსიაში მონაწილეობას და განიხილავდნენ ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ყველა მონაწილეს წინასწარ გაეგზავნა პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი მაისურები რომლის მთავარი მესიჯი ქალი სპორტსმენების გათანასწორებას და მხარდაჭერას ახმოვანებს.

PHR-ის განაგრძობს სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლებთან შეხვედრას.

 

შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შეხვედრა გაიმართა პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.