საზოგადოებას გვინდა ჩავაბაროთ ანგარიში
ნინოწმინდის ბავშვთა სახლსა და სხვა, არალიცენზირებულ ბავშვთა სახლებში არსებულ მდგომარეობასთან
დაკავშირებით.
- არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა
ადამიანის უფლებებისთვის“, 2014 წელს დაიწყო ბავშვთა სახლების თემაზე მუშაობა (იხილეთ ბმულები ანგარიშის ბოლოს).
- 2015 წელს, სახალხო დამცველმა ჩაატარა
რელიგიური პანსიონატების, მათ შორის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის, პირველი მონიტორინგი
და აღრიცხა ამ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების მნიშვნელოვანი და სისტემური დარღვევები.
- 2015-2020 წლებში PHR-ი
ბავშვთა
სახლებში არსებულ პრობლემას ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ფარგლებში განიხილავდა
ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში.
- 2018 წელს სახალხო დამცველი შეეცადა
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განმეორებით ჩაეტარებინა სრულფასოვანი მონიტორინგი,
თუმცა მას პანსიონატის ხელმძღვანელმა ხელი შეუშალა ბავშვებთან შეხვედრაში.
- 2021 წლის 15 აპრილს, სახალხო დამცველი
კვლავ შეეცადა ჩაეტარებინა მონიტორინგი ნინოწმინდის პანსიონატში, თუმცა იგი ამჯერად
საერთოდ არ შეუშვეს აღნიშნულ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელის მითითებით.
- 2021 წლის 19
აპრილს PHR-მა მიმართა თბილისის
საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სახალხო დამცველის დაუყოვნებელი შესვლა. 2021 წლის
26 აპრილს სასამართლომ (მოსამართლე
ბაია ოტიაშვილი) დაუსაბუთებლად უარი უთხრა PHR-ს აღნიშნულ მოთხოვნაზე.
- 2021 წლის 28 აპრილს PHR-მა გაასაჩივრა უარის განჩინება თბილისის სააპელაციო
სასამართლოში და წარმოება დღემდე მიმდინარეობს.
- 2021 წლის 5 მაისს PHR-მა მიმართა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს საჩივრით
და მოითხოვა დროებითი ზომის გამოცემა სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ნინოწმინდის
ბავშვთა პანსიონატში დაშვებასთან დაკავშირებით.
- 2021 წლის 7 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებების
კომიტეტმა დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა და გამოსცა
დროებითი ზომა, რომლითაც სახელმწიფოს დაევალა სახალხო დამცველის დაუყოვნებლივ შეშვება
ნინოწმინდის დაწესებულებაში მონიტორინგის მიზნით.
- 2021 წლის 4 ივნისს, PHR-მა მეორედ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დროებითი
განჩინების გამოცემა ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრები ბავშვების დაუყოვნებელი გამოყვანის
მიზნით იქ არსებული ძალადობის, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის გამო.
- 2021 წლის 5 ივნისს, თბილისის საქალაქო
სასამართლომ (მოსამართლე ივანე ღლონტი) დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა ხოლო, ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო
ზრუნვის სააგენტოს დაავალა ბავშვების დაუყოვნებელი გამოყვანა. განჩინება დღემდე არ
აღსრულებულა სრულყოფილად (მედიის ცნობით 53 ბავშვიდან, პანსიონატში დარჩენილია დაახლოებით
19 ბავშვი).
- 2021 წლის 14 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა
სახლის ადმინისტრაციამ გაასაჩივრა ბავშვების გაყვანის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო
სასამართლოში.
- 2021 წლის 14 ივნისს PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა ძირითადი
სარჩელი დეინსტიტუციონალიზაციის და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმის მოთხოვნით.
- არ აღსრულებულა გაეროს დროებითი ზომა:
სახალხო დამცველი ჯერ კიდევ არ შესულა მონიტორინგზე.
- სრულყოფილად არ აღსრულებულა თბილისის
საქალაქო სასამართლოს დროებითი ზომა ბავშვების დაუყოვნებელ გამოყვანასთან დაკავშირებით.
(მედიის ცნობით იქ დარჩენილია 19 ბავშვი)
- PHR აგრძელებს სასამართლო
დავას ყველა ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის, ბავშვთა კეთილდღეობის მთლიანი
სისტემის რეფორმის მოთხოვნით.
- PHR აგრძელებს სასამართლო
დავას მოსამართლე ბაია ოტიაშვილის უარის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში,
რომელმაც არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნა.
- PHR აგრძელებს საქმის
წარმოებას გაეროს ბავშვთა კომიტეტში, როგორც მოსარჩელე.
- PHR აგრძელებს სასამართლო
დავას სააპელაციო სასამართლოში, ივანე ღლონტის გადაწყვეტილების დასაცავად, რომლითაც
სახელმწიფო უწყებებს დაევალათ ბავშვების დაუყოვნებლივი გამოყვანა.
- PHR აგრძელებს ნინოწმინდის
ბავშვთა სახლში დაზარალებული ინდივიდუალური პირების უფლებების დაცვას სამართალდამცავ ორგანოებსა და
სასამართლოებში.
__________________________________________________________________________________
- 2014 წ. პრესკონფერენცია;
- 2014 წ. საპატრიარქოს ბავშვთასახლების მონიტორინგის შედეგები-PHR
- 2014 წ. ბავშვთა სახლების მონიტორინგი
- 2014 წ. დისკუსია დაგეგმილი საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგთან დაკავშირებით
- 2016 წ. უხილავი ბავშვები
- 2016 წ. პანსიონატები
-2017წ. რატომ სწავლობენ და ცხოვრობენ ბავშვები სკოლა პანსიონებში
- 2017 წ. PHR - ცხოვრება ბავშვთა თავშესაფრის შემდეგ