No one has ever become poor by giving

დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით, 2021 წლის 19 აპრილს PHR-მა, როგორც სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის ხელმძღვანელობის  მიერ 2018 წელს და 2021 წელს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ ბავშვთა მდგომარეობის სრულფასოვანი მონიტორინგის ხელშეშლა ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ იქ ამ წუთებში ბავშვები განიცდიან ძალადობას და ექვემდებარებიან მათი უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებს.  ბავშვის უფლებების სისტემურ დარღვევებზე მიუთითებს წინა წლებში სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებიც.

სწორედ ამიტომ, ძირითადი სარჩელის შეტანამდე, ორგანიზაცია სასამართლოს მიმართავს დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით. შუამდგომლობით PHR პანსიონატის ადმინისტრაციისა და სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან მოითხოვს, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესრულებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებასა და სახალხო დამცველისათვის მონიტორინგის განხორციელების დაუყოვნებელ უზრუნველყოფას გულისხმობს.