No one has ever become poor by giving

დღეს PHR- სამართლებრივი დახმარებისთვის საკარანტინე ზონაში მყოფმა კიდევ ერთმა მცირეწლოვანი ბავშვის დედამ მიმართა.

ქალი, მისი 3 წლისა და 3 თვის შვილი და შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსის მქონე დედა მიუხედავად წინასწარ მოთხოვნილი თვითიზოლაციისა, საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ საკარანტინო ზონაში მოათავსეს.

მიუხედავად იმისა, რომ 1 კვირით ადრე გადმოვგზავნეთ შევსებული საბუთები და მოვითხოვეთ თვითიზოლაცია, 3 თვის და 3 წლის შვილთან და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე დედასთან ერთად მაინც საკარანტინო ზონაში გადმოგვიყვანეს აცხადებს ქალი. სახლში გვაქვს ყველა პირობა რომ დაცული იყოს ბავშვისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე დედის ინტერესები, მიუხედავად ამისა არანაირი რეაგირება არ ხდება.

PHR-მა დაიწყო სამართლებრივი პროცედურების წარმოება. იმედი გვაქვს რომ სახელმწიფო იმოქმედებს დროულად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.