No one has ever become poor by giving

ბავშვის უსაფრთხოება და ძალადობისგან დაცვა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა, თუმცა, მას ხშირად ემუქრება საფრთხე ოჯახში ძა ლა დობის გამო. გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან მოსახლეობის 60% დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას ოჯახში, მათ შორის, აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას. ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ხშირად მაშინაც ხდება, როდესაც მის ერთ-ერთ მშობელზე, უმეტესად დედაზე, ოჯახის სხვა წევრი ძალადობს, რადგან ბავშვის ფსიქიკაზე წარუშლელ კვალს ტოვებს ძალადობის მოწმედ ყოფნა. ძალადობაგამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერის პროცესში მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია. პედაგოგები განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში. მათ აქვთ უშუალო შემხებლობა, როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან, რაც პედაგოგებს აძლევთ შესაძლებლობას, მოახდინონ ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება და ძალადობაგამოვლილ ბავშვებსა და მათ მშობლებს გაუწიონ ფასდაუდებელი დახმარება.